Belive

"ჩემს გამარჯვებაზე მთელ დანაზოგს დავდებდი" - სტერლინგი ო'მალისთან რემატჩზე

7 თვის წინ სხვა
1 წთ

სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ალჯამაინ სტერლინგი ამბობს, რომ შონ ო'მალისთან რევანშს აიღებს. ამ ორის შეხვედრა ოქტაგონზე გასული წლის 20 აგვისტოს შედგა, სადაც 'ალჯომ' საჩემპიონო ქამარი დათმო.

ამ ბრძოლის შემდეგ, სტერლინგმა ერთი ჩხუბი გამართა. იამაიკელმა UFC 300-ზე კელვინ კატარი დაამარცხა და თავდაჯერებულობაც დაუბრუნდა. ყოფილ ჩემპიონს ო'მალისთან ბრძოლა ისევ სურს და ამბობს, რომ მოიგებს კიდეც.

არის დღეები, როცა ყველაფერი კარგად მიდის. ო'მალისთან ჩხუბის დღე უბრალოდ ჩემი დღე არ იყო. არ ვიცი რემატჩის შანსი თუ მომეცემა, მაგრამ მთელს ჩემს გამარჯვებაზე მთელ დანაზოგს დავდებდი. ო'მალის ნელ-ნელა ვითარდება. მეც საკმაოდ კარგი ვარ. ჩემი საუკეთესო უნარია, რომ მოწინააღმდეგეს არ მივცე იმის გაკეთების საშუალება რაშიც საუკეთესოა.

ახლა ის მერაბს ებრძვის და ჩემი მეგობრის გამო გახარებული ვარ. მას აქვს შანსი, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდეს. ჩემს ბიჭს აქვს შანსი მსოფლიო ჩემპიონი გახდეს და მისი ოცნება რეალობად იქცეს. - განაცხადა ალჯამაინ სტერლინგმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ბრძოლა ჯერჯერობით, ოფიციალურად არ არის ჩანიშნული. მიუხედავად ამისა, ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ მათი ჩხუბი UFC 306-ზე შედგება.

სხვა სტატიები