Belive

"მინდა მერაბმა უმარი დაამარცხოს" - შონ ო'მალი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი მომავალ ბრძოლას უმართან მართავს, სადაც საკუთარ ქამარს პირველად დაიცავს. აღნიშნულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შონ ო'მალიმაც ისაუბრა და როგორც ჩანს, ყოფილ ჩემპიონს მერაბის გამარჯვება სურს.

დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის ბრძოლა ძალიან მალე ჩაინიშნა. უმარმა დაწერა, რომ ტრავმა ჰქონდა, თუმცა, ჩხუბისთვის მაინ მზად იყო. მინდა რომ მერაბმა მოიგოს, რადგან მასთან რემატჩი მსურს. თუ უმარი მოიგებს ჩემთვის ესეც დიდი ბრძოლა იქნება. - განაცხადა შონ ო'მალიმ

დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამარს UFC 311-ზე დაიცავს, რომელიც 18 იანვარს გაიმართება. ვინაიდან ბრძოლები აშშ-ში გაიმართება. მთავარი სანახაობა თბილისის დროით 19 იანვარს, გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები