Belive

მატეუშ გამროტი: "ილია ჩემი ჭიდაობის შეჩერებას ვერ შეძლებს"

4 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს მსუბუქი წონის მებრძოლი მატეუშ გამროტი საკმაოდ საინტერესო განცხადებას ავრცელებს. პოლონელი ამბობს, რომ მის ჭიდაობას ილია თოფურია ვერ შეაჩერებს.

ჩემპიონი ნამდვილად მაგარი ბიჭია. დიდებული მებრძოლები დაამარცხა, მაგრამ ჩემთვის დაბალი ბიჭია. ძლიერი ხელები აქვს, თუმცა, მხოლოდ კრივისთვის იყენებს. ჩემი სტილი MMA არის, მაგრამ წინა პლანზე ყოველთვის ჭიდაობას ვაყენებ. არამგონია თოფურიამ ჩემი ჭიდაობის ზეწოლას გაუძლოს. ჩემი ავზი 5 რაუნდისთვის ყოველთვის მზადაა. კითხვა შემდეგშია - თუ ჩემპიონი გარტყმას გამიტარებს, დავიძინებ? თუ ვერ გამთიშავს, შეიძლება დავამარცხო. - განაცხადა მატეუშ გამროტმა

მატეუშ გამროტი საკმაოდ გამოცდილი ძლიერი მებრძოლია. მას კარიერაში 28 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 25 მოიგო. აღსანიშნავია, მაშინ როცა გამროტი UFC-ში მოხვდა, დაუმარცხებელი იყო. მისი პირველი მეტოქე გურამ ქუთათელაძე იყო, რომელმაც მასთან გამარჯვება შეძლო და პოლონელს პირველი მარცხი აგემა.

სხვა სტატიები