Belive

ჯასტინ გეიჯი: „ბოლო რაუნდის წინ ილიას მწვრთნელებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს“

1 დღის წინ სხვა
1 წთ

„One Night with Steiny“-ს პოდკასტში ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიასთან გამართულ ორთაბრძოლაზე კვლავ ისაუბრა. ამერიკელის აზრით, თოფურიას მეხუთე რაუნდის წინ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლო და მისმა კუთხემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო

„რაუნდის დასრულების შემდეგ ილიას ბრძოლის გაგრძელებაზე უარი არ უთქვამს. მისი სხეული იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ბრძოლას უბრალოდ ვერ გააგრძელებდა. გადაწყვეტილება მისმა მწვრთნელებმა მიიღეს - მწვრთნელების მოვალეობაა, ასეთ მომენტებში მებრძოლის ჯანმრთელობა დაიცვან“ - ჯასტინ გეიჯი

ილია თოფურიამ ბრძოლის დასრულების შემდეგ თავდაპირველად გეიჯის გამარჯვება მიულოცა, თუმცა მოგვიანებით ამერიკელი დაადანაშაულა, რომ შესაძლოა ხელთათმანებში აკრძალული ნივთიერება ან დამატებითი მასალა ჰქონოდა გამოყენებული.

გეიჯიმ აღნიშნა, რომ თოფურიას ბრალდებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს და ეს თანამედროვე სოციალური ქსელების მითქმა-მოთქმას დაუკავშირა:

„ეს ჩვენი ეპოქის ნაწილია. თქვენ, ბიჭებო, უცნაურ რაღაცებს ხუმრობით ამბობთ. ვფიქრობ, ინტერნეტი გიჟურია. ჩვენ აქ ინტერაქციებისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. მეტი ინტერაქცია, მეტი ნახვა, მეტი შესაძლებლობა - ასეთია თამაში და ეს თამაში მე დიდად არ მომწონს, მაგრამ მიწევს ვითამაშო. ვეცდები, ამ ყველაფრის მიუხედავად, საკუთარი თავი დავრჩე“ - ჯასტინ გეიჯი

სხვა სტატიები