Belive

"მინდა გაცნობოთ, რომ UFC-სთან კონტრაქტი ოფიციალურად გავაფორმე" - ალექსანდრე თოფურია

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას ძმამ, ალექსანდრე თოფურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს რომ UFC-ს მებრძოლი ოფიციალურად გახდა. როდის უნდა ველოდოთ ქართველი მებრძოლის სადებიუტო ჩხუბს ჯერჯერობით უცნობია

მოგესალმებით ყველას!

როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, მრავალი წლის განმავლობაში ჩემი პირადი მიზანი და გამოწვევა, ჩემი ძმის მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოპოვება იყო.
მე მისი პირადი მწვრთნელის პოზიციას ვიკავებდი და მადლობა ღმერთს, მიზანი მიღწეულია.
ამაყი და მადლიერი ვარ ჩემი ძმის მონაპოვარით, ახლა ქამრის დაცვის დროა და რა თქმა უნდა მე მის გვერდით ვიქნები.

ამავდროულად, ჩემს გონებასა და გულში ბრძოლის სურვილი არასდროს გამქრალა, ამიტომაც არ გავჩერებულვარ, არ შემიწყვეტია ჩემი საქმის კეთება.
ამჯერად უმაღლეს ლიგაში გადავინაცვლებ.
მინდა გაცნობოთ, რომ ოფიციალურად გავაფორმე კონტრაქტი “Ultimate Fighting Championship”- თან.

და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი გზის ნაწილი იყო. - ალექსანდრე თოფურია სოციალურ ქსელში წერს
View this post on Instagram

A post shared by Aleksandre Topuria (@aleksandre_topuria)

სხვა სტატიები