"გავიგე, რომ რემატჩი გსურს - მზად ვარ" - დვალიშვილმა ო'მალის მიმართა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ბრძოლაში, მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დამაჯერებლად დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაისაკუთრა.
მიუხედავად მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებისა, შონ ო'მალი სოციალურ ქსელებში აქტიურობს, პროტესტს გამოთქვამს და რემატჩს ითხოვს. მეტოქის განცხადებებს UFC-ის ქართველი ჩემპიონიც გამოეხმაურა, რომელმაც ბრძოლისთვის მზაობა გამოთქვა.
გავიგე, ო'მალი ფიქრობს, რომ გამარჯვებულია და რემატჩი სურს. თუ უნდა მიიღებს. 16 ნოემბერს, "Garden"-ში ვიბრძოლოთ და შენთან გამარჯვების შემდეგ, ქამარს იმ მებრძოლთან დავიცავ, რომელსაც UFC გამომიგზავნის. - მერაბ დვალიშვილი.
I hear O’Malley thinks he won the fight and is looking for a rematch. If he wants it he can have it. Let’s do it November 16th at the Garden and then I’ll still defend the title against whoever the UFC wants me to fight next. What do you think? @SugaSeanMMA
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) September 27, 2024
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის სატიტულო ბრძოლა, ლას ვეგასის "სფეროში" გაიმართა. "სფერომ" სპორტულ ღონისძიებას პირველად უმასპინძლა და ეს გარიგება ყველასთვის მომგებიანი აღმოჩნდა.
UFC ადასტურებს, რომ სუფთა შემოსავალმა 22 მილიონი ევრო შეადგინა, რაც საუკეთესო შედეგია ორგანიზაციის დაარსების დღიდან. "სფერომ" 16024 ბილეთი გაყიდა. საშუალოდ, თითო ადამიანმა ბილეთში 1300 დოლარზე მეტი გადაიხადა, რაც ასევე სარეკორდო ფასია UFC-ის შოუებისთვის.