Belive

"მინდა 32 წლისამ ხელთათმანები ლურსმანზე ჩამოვკიდო" - ილია თოფურია

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია თანამედროვე MMA-ს ისტორიაში ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი ნამდვილად არის. ლეგენდარული ალექს ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ქართველი "მატადორი" ყველამ გაიცნო. მაღალი თავდაჯერებულობა და 15-0 რეკორდი ილიას ხელს უწყობს, რომ მის შესახებ მთელმა საბრძოლო სამყარომ ისაუბროს.

ბუნებრივია, რომ გულშემატკივარს ასეთი მებრძოლის ყურება რაც შეიძლება დიდი ხნით სურს. თოფურია 27 წლისაა და წესით მისი ჩხუბით სიამოვნებას კიდევ რამდენიმე წელი მივიღებთ. Club del Deportista-სთან ინტერვიუში ჩემპიონმა სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ეს ჩემთვის ძალიან პირადულია. შერეულ საბრძოლო ხელოვნებებით 15 წლის დავკავდი. ასე რომ, მინდა 32 წლის ასაკში პენსიაზე გავიდე და ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ვამბობ 32-ს მაგრამ, შინაგანი ხმა მეუბნება: "იქამდე სანამ ამით სიამოვნებას მიიღებ". ამჟამად, ბრძოლით დიდ სიამოვნებას ვიღებ და არ ვიცი როდის მოვა ის მომენტი, როცა ვიტყვი რომ ეს ყველაფერი სახალისო აღარ არის. - განაცხადა ილია თოფურიამ

ქვემსუბუქი წონის ჩემპიონობის შემდეგ, ილიას კარიერაში ახალი გამოწვევები აქვს. შონ ო'მალი, ისლამ მახაჩევი და მაქს ჰოლოუეი - ეს იმ ჩემპიონებისა და ქამრის მფლობელების ჩამონათვალია, რომლებსაც ილიასთან ჩხუბი სურთ. აქედან ყველაზე რეალური ჰოლოუეისთან შეხვედრაა, რომელიც თითქმის გადაწყვეტილია. სავარაუდოდ, მათი დაპირისპირება სექტემბერში, ვეგასში, Sphere-ში გაიმართება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ 99%-ით მერაბისა და ო'მალის ბრძოლაც იმავე საღამოს შედგება.

სხვა სტატიები