მიხეილ საჟინიანი Dana White's Contender Series-ზე იბრძოლებს
10 თვის წინ
სხვა
1 წთ
ქართველი MMA-ს მებრძოლი მიხეილ საჟინიანი UFC-ის კონტრაქტისთვის იბრძოლებს. ქართველი ქვემძიმეწონოსანს Dana White's Contender Series-ზე ვიხილავთ. მისი მოწინააღმდეგე ბრაზილელი ბრუნო ლოპესი იქნება. მათი დაპირისპირება 15 ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ საჟინიანი GFC-ის ქვემძიმეწონის ქამარს ფლობს.
საჟინიანის მეტოქე საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია. კარიერაში 13 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ბრაზილიელი LFA-ს ორგზის ჩემპიონი და Jungle Fight-ის ყოფილი ჩემპიონია.