"ჩვენი დარბაზი მხეცებით არის სავსე, ისე როგორც ისლამის დარბაზი დაღესტანში" - თოფურიას მწვრთნელი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიას მენეჯერმა ლუკაშ ორსელმა მისი გრაპლინგის პარტნიორების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ესპანეთში ისეთივე უნარების მქონდე მებრძოლები არიან, როგორებიც დაღესტანში.
ვისაუბროთ ილიას გრეპლინგ პარტნიორების შესახებ. ჩვენს დარბაზში ბევრი 'მხეცია', ისევე როგორც ისლამის დარბაზში დაღესტანში, თუ მეტი არა. - განაცხადა ილიას მენეჯერმა
სოციალურ ქსელში ილია თოფურიას სიტყვები გავრცელდა, სადაც ამბობს რომ ისლამ მახაჩევს საბმიშენით დაამარცხებს. ამ სიტყვებს თავიდანვე გამოუჩნდნენ სკეპტიკოსები. ფანები თვლიან, რომ ილიას საკმარისი ხარისხის სპარინგ პარტნიორები ესპანეთში არ ჰყავს. იგივეს ფიქრობს მახაჩევის მწვრთნელი ხავიერ მენდესიც.