Belive

მეთ სერა: "მერაბი ო'მალის მწვრთნელს ქუჩის ჩხუბში შეჭამს!"

2 დღის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალისა და მერაბ დვალიშვილის ჩხუბამდე დიდი დრამა ტრიალებდა. "მანქანა" არა მარტო "შუგას", არამედ მის მწვრთნელსაც კი იწვევდა და ამბობდა, რომ ქუჩის ჩხუბში გაანადგურებდა. ო'მალიმ ტიმ უელში დაიცვა და მერაბთან შეხვედრისას თქვა, რომ წონითი კატეგორიები სწორედ ამიტომ არსებობს.

მერაბის მწვრთნელმა მეთ სერამ დვალიშვილისა და უელშის ამ გაუგებრობაზე ისაუბრა.

შონ ო'მალი კარგი ბავშვია. მას ისევ ბავშვური მენტალიტეტი აქვს. როცა მერაბი ამბობდა რომ მის მწვრთნელთან იჩხუბებდა, ო'მალი წონით კატეგორიებზე საუბრობდა. მერაბი მას ქუჩის ჩხუბში შეჭამს. წარმოდგენა არ მაქვს ამ წითურმა ბიჭმა რა იცის, მერაბი მას შეჭამს. ეს ბიჭი არ მომწონს, რადგან ბრძოლის დროს ბინძურ ხრიკებს იყენებდა. ძალიან მომეწონა, როცა პირისპირ შეხვედრისას მერაბმა ო'მალის მწვრთნელს უთხრა: "გინდა ახლავე ვიჩხუბოთ თუ ბრძოლის შემდეგ?" არ ვიცი ეს ბიჭები საიდან არიან და რა წესებით ცხოვრებენ, მაგრამ მე ვიცი მერაბის წესები. ის არასდროს იტყვის, მოიცა ჯერ ავიწონოთ და შემდეგ შეგვიძლია ქუჩაში ვიჩხუბოთ. - განაცხადა სერამ OverDogs Podcast-ში სტუმრობისას
View this post on Instagram

A post shared by OverDogs Podcast (@overdogspodcast)

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი შონ ო'მალისთან ბრძოლაში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ო'მალის მწვრთნელმა მერაბის წყობიდან გამოყვანა ჩხუბის მიმდინარეობისასაც შეძლო.

სხვა სტატიები