"დარწმუნებული ვარ, მომავალში სუპერ ბრძოლებს ვნახავთ" - ჯონ ვუდი
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა შეგირდის მომავალზე ისაუბრა. მისი თქმით, "მანქანა" ზედა წონაში ასვლასთან შორს არ არის. როგორც ჯონ ვუდი ამბობს, მერაბს პოტენციური დიდი ბრძოლებიც აქვს.
წონის ჩაბარება საშინელებაა. მერაბი ამით დიდ სიამოვნებას ნამდვილად ვერ იღებს. ყველაზე ცუდი ნაწილია. 66 კილოგრამში რომც გადაინაცვლოს, წონის კლება მაინც მოუწევს. მიუხედავად ამისა, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ქვემსუბუქ წონაში პოტენციური მასიური ბრძოლები გვაქვს. ვფიქრობ. 2-3 ბრძოლაში ამაზე ლაპარაკი უნდა დავიწყოთ. ვიდრე ეს მოხდება, სუპერმსუბუქ წონაში 3-4 ადვილი ჩხუბი გვაქვს.
თუ ვინმე მოვა და მერაბს ისეთ თანხას შესთავაზებს, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლის... მინდა მისი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები და მათი შვილები ყველაფრით უზრუნველყოფილნი იყვნენ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ვნახავთ სუპერ ბრძოლებს. თუ სუპერმსუბუქ წონაში ყველას დავლეწავთ მაშინ კარგი, ზედა წონაში ავალთ. - თქვა ჯონ ვუდმა
John Wood believes Merab could have 3–4 more fights at 135 before talks of moving to 145 begin 🥊👀
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) October 20, 2025
"Making weight sucks. Merab is clearly not a fan of that, and that’s the worst part. He’s still got to make weight if he goes up to 145 lbs. But there are some potential massive… pic.twitter.com/Mk5zFfs2Ib
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა საკუთარ დივიზიონში ყველა მნიშვნელოვანი სახელი დაამარცხა. მერაბმა ჩემპიონობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც სუპერმსუბუქ წონაში ყველა კანდიდატი გაანადგურა. ახლაც წინ რევანში ელის, რომელიც პიოტრ იანის წინააღმდეგაა ჩანიშნული. ბრძოლა 6 დეკემბერს გაიმართება.