5 წლის შემდეგ, პადი პიმბლეტი King of the Mat-ზე პირველად დამარცხდა
პადი პიმბლეტი, რომ კარგი გრეპლერი იყო ეს ყველამ კარგად ვიცოდით. ამის შესახებ მისი თანაგუნდელები და მწვრთნელებიც ბევრს საუბრობენ. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ 5 წელია პიმბლეტი თავის დარბაზში არავის დაუმარცხებია. Next Generation MMA ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესო დარბაზია და პადი დიდი ხანია არავის დაუმარცხებია.
დარბაზში პატარა შეჯიბრი იმართება, რომელსაც King of the Mat ჰქვია. წესები ასეთია: ყველა სპორტსმენი ერთად იწყებს ჭიდაობას. ვინც წააგებს გადის, მოგებულები კი რჩებიან და ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ ხალიჩაზე მხოლოდ ორი გრეპლერი არ დარჩება. 5 წლის განმავლობაში ხალიჩის მეფე სულ პიმბლეტი ხდებოდა, ახლა კი Next Generation-ში ახალი მეფეა.
😮🥋 Paddy Pimblett finally tasted defeat in the King of the Mat at Next Generation MMA.
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) January 5, 2026
The gym’s brutal free-for-all jiu-jitsu gauntlet sees everyone thrown onto the mat at once. Get tapped and you are out. Survive and you stay in. Last man standing takes it all.
After ruling… pic.twitter.com/CNAzPNOcQY
შეგახსენებთ, რომ პადი პიმბლეტს წინ საჩემპიონო ბრძოლა ელის. ლივერპულელი მსუბუქი წონის დროებითი ქამრისთვის ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. მათი ჩხუბი 25 იანვარს გაიმართება და აქ გამარჯვებული ილია თოფურიას შეხვდება.