"მერაბთან მარცხის შემდეგ, უმარისთვის სწორი სიტყვების შერჩევა გამიჭირდა" - ხაბიბი
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
ხაბიბ ნურმაგომედოვი ერთ-ერთ პოდკასტში გამოჩნდა, სადაც ბევრ საინტერესო თემას შეეხო. ნურმაგომედოვმა მერაბისა და უმარის დაპირისპირებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, უმარისთვის დამამშვიდებელი სიტყვების მოძებნა ძალიან გაუჭირდა.
ყველა მებრძოლთან ჩემი მიდგომა მაქვს. ჩემთან ყველაზე ახლო უმართან მიდგომის სტილია. სწორედ ამიტომ მერაბთან მარცხის შემდეგ, სწორი სიტყვების შერჩევა გამიჭირდა. მე ყველაზე მეტად მირჩენია მებრძოლები ასეთ სიტუაციებს თავად გაუმკლავდნენ. წაგება რავის უნდა არც მე, არ მერაბს, არც უმარს... მარცხი რთულია, მაგრამ რაც მოხდა იმას ვეღარ შევცლით. - განაცხადა ხაბიბმა
შეგახსენებთ, რომ საკუთარი ქამარი დვალიშვილმა პირველად სწორედ უმართან დაიცვა. 5-რაუნდიან დაპირისპირებაში "მანქანამ" მეტოქე ბოლო რაუნდებში გატეხა და დაუმარცხებელ უმარს პირველი წაგება აგემა.