Belive

"მერაბთან ბრძოლა რამადანამდე 100%-ით არ შედგება" - უმარ ნურმაგომედოვი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

უმარ ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა 2024-ში დიდი ალბათბით არ შედგება. ამის შესახებ თავად უმარმა, Red Corner MMA-სთან ისაუბრა.

ალბათ, რამადანის შემდეგ ტიტულისთვის ბრძოლას მომცემენ. თუ ტიტულისთვის ბრძოლა არ იქნება მაშინ, მინდა რამადანამდე ვიბრძოლო. იანვარში ჩხუბი მსურს ან რამადანის შემდეგ - მაისში ქამარზე. მერაბთან ბრძოლა რამადანამდე 100%-ით არ შედგება. თუ რატომ არ სურს ჩემთან ჩხუბი ამაზე მას უნდა ჰკითხოთ. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, მერაბია ვისაც ჩემთან შეხვედრა არ უნდა. მე ყოველთვის ვიღებ ბრძოლებს. - განაცხადა უმარმა
View this post on Instagram

A post shared by RED CORNER MMA (@redcorner.mma)

მას შემდეგ, რაც უმარ ნურმაგომედოვმა აბუ დაბიში სენდჰეგენი დაამარცხა, დანა უაითმა ქამრის შემდეგ ჩელენჯერად ის დაასახელა.მიუხედავად ამისა, მერაბი თვლიდა და ახლაც თვლის, რომ დაღესტნელი მებრძოლი საჩემპიონო შანსს არ იმსახურებს.

სხვა სტატიები