ოფიციალურად | 33 წლის ასაკში საგი მუკიმ კარიერა დაასრულა
33 წლის ასაკში, ისრაელელმა ძიუდოისტმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა - საგი მუკიმ, პროფესიონალური კარიერა დაასრულა.
ამის შესახებ, მან რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ახლა ძიუდოს იმდენ დროს ვეღარ უთმობს, რამდენსაც ადრე ახერხებდა, სწორედ ამიტომ, დიდი სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა.
2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - ტოკიო, იაპონია.
"დღეს ვასრულებ ჩემს შეჯიბრებით კარიერას. არა იმიტომ, რომ ამის გაკეთება არ შემიძლია, არამედ იმიტომ, რომ სრულყოფილი ვარ და დროა წინ წავიდე.
ძიუდომ ჩამომაყალიბა, როგორც პიროვნება, სანამ სპორტსმენად ჩამომაყალიბებდა. ყველაფერს, რაც მისგან ვისწავლე, მთელი ცხოვრება სულ ვატარებ. მადლობა ყველას, ვინც ამ მოგზაურობაში ჩემთან იყო. ეს დასასრული არ არის, უბრალოდ ახალი თავია ჩემს ცხოვრებაში". - საგი მუკი
საგი მუკი, რომელიც წლების განმავლობაში ამ სპორტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო, 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონი იაპონიაში გახდა, სადაც ფინალში ბელგიელი - მატიას კასე დაამარცხა.
გარდა მსოფლიო ჩემპიონობისა, 2018 წელს საგი მუკიმ ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა სამშობლოში (თელ ავივში).
გარდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობისა, საგი მუკი IJF ტურშიც ძალიან წარმატებული იყო - გთავაზობთ მის წარმატებებს.
მიღწევები
გრანდ სლემების გამარჯვებული - 2014 წლის ბაქოს გრანდ სლემი, 2018 წლის აბუ დაბის გრანდ სლემი, 2019 წლის ეკატერინბურგის გრანდ სლემი, 2019 წლის ბაქოს გრანდ სლემი, 2023 წლის თელ ავივის გრანდ სლემი.
გრან პრის გამარჯვებული - 2014 წლის ჰავანას გრან პრი, 2017 წლის ტაშკენტის გრან პრი, 2019 წლის თელ ავივის გრან პრი, 2023 წლის ზაგრების გრან პრი.
მსოფლიოს ჩემპიონატი - 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (გუნდურ პირველობაში).
ევროპის ჩემპიონატი - 2019 წლის ევროპის ჩემპიონი, 2021 წლის ბრინჯაოს პრიზიორი.
ოლიმპიადა - 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (გუნდურ პირველობაში).
მასტერსები - 2019 წლის ცინდაოს მასტერსის ვიცე-ჩემპიონი, 2021 წლის დოჰას მასტერსის ბრინჯაოს პრიზიორი.