"ილია არავის ეცოდინებოდა, მე რომ არ ვყოფილიყავი" - პადი პიმბლეტი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
პადი პიმბლეტმა ილია თოფურიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. ამჯერად, ინგლისელი იმაზე მეტად უხეში იყო, ვიდრე აქამდე გვინახავს.
ილია არავის ეცოდინებოდა მე რომ არ ვყოფილიყავი. მან საკუთარი თავი ჩემი სახელით გახადა ცნობილი. ძალიან ყალბია, ისევე როგორც მისი გამომწერების ნახევარი. დადასტურებულია, რომ Instagram-ზე მისი გამომწერების ნახევარი ბოტია. ის უბრალოდ კონორის ასლია და ამაზე გული მერევა. გერმანელია, არც ესპანელი და არც ქართველი. გერმანიაში დაიბადა, გერმანელია. - თქვა პადი პიმბლეტმა
Paddy Pimblett goes OFF on Ilia Topuria and tells him to sign the contract 😳
— Championship Rounds (@ChampRDS) October 22, 2025
"No one would know Ilia Topuria if it wasn't for me. He made himself famous off the back of my name...
He's so fake, like half of his followers. It's been proven half his followers on Instagram are… pic.twitter.com/SWrgw8c3Hd
სპორტულ მედიაში ვრცელდება ჭორები, რომ მათი ჩხუბი ჩანიშვნასთან ძალიან ახლოსაა. საუბარი მიდის UFC 3240ზე, რომელიც 10 იანვარს გაიმართება. ჯერჯერობით, ოფიციალური არაფერია, მაგრამ ეს ინფორმაცია ალვარო კოლმენერომ გაავრცელა.