Belive

"მერაბს ვცემ, ხალხს ამის ნახვა უნდა" - შონ ო'მალი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონს შონ ო'მალის, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონთან ილია თოფურიასთან შეხვედრა სურს. დიდი ალბათობით ეს ბრძოლა არ შედგება, რადგან გულშემატკივარს მერაბისა და ო'მალის ჩხუბის ხილვა უნდა.

ფანების აზრს შონიც იზიარებს, თუმცა, მთავარ მიზეზად მაინც იმას ასახელებს, რომ ილიას მასთან დაპირისპირების ეშინია.

მე მისთვის ძალიან რთული მეტოქე ვარ და ამის მიზეზიც არსებობს. ილიასთვის ყველაზე დიდი ბრძოლის შეთავაზება შემიძლია მაგრამ, ის უარს ამბობს. ალბათ, ჩემთან ჩხუბი იმიტომ არ სურს, რომ იცის ყველაფერი ცუდად დამთავრდება. მეგონა ხალხს ჩვენი დაპირისპირების აზრი მოეწონებოდა, თუმცა, ამის გამო დიდი სიძულვილი მივიღე. მერაბს ვცემ, ხალხს ამის ნახვა უნდა. ხალხი იმას მიიღებს რაც უნდა. - განაცხადა შონმა საკუთარ YouTube არხზე საუბრისას

შონ ო'მალის მომავალი ბრძოლა მარლონ ვერას წინააღმდეგ ელის. ეს რემატჩი UFC 299-შედგება. სწორედ აქ გადაწყდება თუ ვინ იქნება მერაბ დვალიშვილის მომავალი მოწინააღმდეგე.

სხვა სტატიები