Belive

"თუ გინდა მერაბი დაამარცხო ის უნდა მოკლა" - ალექს ვოლკანოვსკი

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC 306-ზე სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და შონ ო'მალი დაუპირისპირდებიან. ეს ბრძოლა ორ რადიკალურად განსხვავებულ ათლეტს შორის შედგება. ბევრი ექსპერტისთვის ეს შეხვედრა დიდი თავის ტკივილის მიზეზია. შონსა და მერაბს შორის ფავორიტის დასახელება ყველას უჭირს. საინტერესოა, რომ ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ- ალექს ვოლკანოვსკიმ საჩემპიონო ბრძოლაში ფავორიტად მერაბი დაასახელა.

მთავარი ბრძოლა - ძალიან საინტერესო დაპირისპირება, სტრაიკერი გრეპლერის წინააღმდეგ. სხვათაშორის, ო'მალი მიწაზე არც ისე ცუდია. ერთ-ერთი შეჯიბრისას საკმაოდ კარგი ბიჭიც დაამარცხა, თუმცა, მერაბის ტიპის მებრძოლთან ეს არ გამოადგება. დვალიშვილი ძალიან მაგარი და გამძლეა. თუ გინდა ის დაამარცხო უნდა მოკლა. ვფიქრობ, შონს საბმიშენი გაუჭირდება მაგრამ, ნოკაუტის აღებას აუცილებლად შეძლებს. მას ელიტური დონის სტრაიკინგი აქვს.

მერაბის მსგავსი მებრძოლების წინააღმდეგ ფსონის გაკეთება ყოველთვის მიჭირს. ის არასდროს იღლება და მუდამ წინ მიდის. მისი ერთადერთი მარცხის გზად ნოკაუტს მივიჩნევ. ორივე მომწონს მაგრამ, მერაბი უნდა ავირჩიო. - განაცხადა ვოლკანოვსკიმ საკუთარ YouTube არხზე საუბრისას

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონ ო'მალის ბრძოლა 15 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი ო'მალის დაამარცხებს, ილია თოფურიას შემდეგ, UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.

სხვა სტატიები