"მერაბს 100%-ით შევხვდები" - შონ ო'მალი
სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ო'მალი შემდეგი ბრძოლისთვის მზად არის.
ბოლოს "შუგა" ოქტაგონზე მარტში ვიხილეთ, სადაც თავისი ქამარი პირველად დაიცვა. მისი მეტოქე მარლონ ვერა იყო, რომელიც 5-რაუნდიან ბრძოლაში დამაჯერებლად, ყოველგვარი კითხვების გარეშე დაამარცხა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, შონმა ილია თოფურია გამოიწვია, თუმცა, ჯერ წინ მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირება ელის.
როგორც შონი ამბობს, მას თოფურიასთან ჩხუბი სურს. თუმცა, თუ გულშემატკივრებს მერაბთან ბრძოლის ხილვა სურთ, ამაზე თანახმაა.
ფანებს ჩემი და მერაბის ბრძოლა სურთ? მაშინ თანახმა ვარ. ილია მეტად სახიფათო და საშიშია. მგონია, რომ ხალხს არასდროს არ მოსწონს ის, რაც თავად ათლეტებს სურთ. მე ილიასთან ბრძოლა მინდა მაგრამ, გულშემატკივრებს სურთ რომ მერაბს შევხვდე. მაშინ ვიბრძოლოთ. მერაბს 100%-ით შევხვდები. რისი ნახვა სურთ ფანებს? უნდათ ქამარი დავიცვა, უნდათ ზედა დივიზიონში ავინაცვლო? მე ყველაფრისთვის მზად ვარ. - განაცხადა შონ ო'მალიმ
UFC-ის პრეზიდენტის თქმით, Sphere-ში მერაბისა და შონის ბრძოლის ჩატარება გადაწყვეტილია. უაითის თქმით ამაზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა და ბრძოლა აქ პირველად და უკანასკნელად გაიმართება.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ არ არის გამორიცხული მერაბმა და ილიამ კვლავ ერთ საღამოს იბრძოლონ. ცოტა ხნის წინ, თოფურიამ განაცხადა, რომ სექტემბერში ბრძოლა სურს. თუ მაქს ჰოლოუეი სექტემბერში მზად იქნება ილიასა და მერაბს, UFC 298-ის მსგავსად, ისევ ერთ საღამოს ვიხილავთ.