"მე მერაბის არ მეშინია" - ვინისიუს ოლივეირა
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ვინისიუს ოლივეირა, რომელიც ჯერ რეიტინგშიც არ არის ამბობს, რომ მერაბ დვალიშვილის დამარცხება შეუძლია. არიელ ელვანისთან საუბრისას ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ "მანქანას" ნებისმიერ ასპექტში დაჩაგრავს.
უპირველეს ყოვლისა, მიწაზე გადავიყვან, რათა დავამტკიცო რომ მასზე უკეთესი ვარ. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. მიწაზე გავაჩერებ მხოლოდ იმის დასამტკიცებლად, რომ მასზე უკეთესი ვარ. შემდეგ დავანგრევ, რადგან ეს ჩემი სტილია. მე შესანიშნავი მოკრივე ვარ, მშვენივრად ვგრძნობ თავს მუაი ტაიში. მიუხედავად ამისა კარგი ჭიდაობა და ჯიუ-ჯიცუ მაქვს.
მერაბი ჩემთან სამ რაუნდს ვერ გაძლებს. არავინ ცდილობს დვალიშვილი წნეხში მოაქციოს, რადგან მისი გდებების ეშინიათ. მე მერაბის არ მეშინია. მთელი ჩხუბის განმავლობაში მის ზეწოლას ვაპირებ. - განაცხადა ოლივეირამ ელვანისთან ინტერვიუში
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ბოლო ჩხუბში საიდ ნურმაგომედოვი დაამარცხა. ამის შემდეგ ის საკუთარ თავს "რუსებზე მინადირეს" უწოდებს და უმართან ჩხუბსაც ითხოვს.