Belive

თოფურიას მწვრთნელი: "ილია ამ წელსვე მზად იქნება ბრძოლისთვის"

21 საათის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას UFC-ში დაბრუნების სავარაუდო ვადები ცნობილია, ყოფილი ჩემპიონი უკვე საკმაოდ გამოჯანმრთელდა.

მისი მწვრთნელის, ჟესუს გალოს თქმით, ილია თოფურია, შესაძლოა, UFC-ში მიმდინარე წლის დეკემბერში დაბრუნდეს.

გალოს თქმით, თოფურია „უკვე საკმაოდ კარგად გამოჯანმრთელდა“. „ელ მატადორმა“, ჯასტინ გეიჯისთან დაპირისპირებაში, ოთხი რაუნდის შემდეგ ბრძოლა შეწყვიტა. მან განაცხადა, რომ ბრძოლის დროს ორივე თვალში მხედველობა დაკარგა, ხოლო ცნობების თანახმად, მას ორივე თვალბუდის ძვლის არაგადაადგილებული მოტეხილობები ჰქონდა.

ექიმმა გვითხრა, რომ ექვს-რვა კვირაში [თოფურიას დაზიანებები] სათანადოდ შეხორცდებოდა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ თვალბუდის ძვლის გადაადგილება არ მომხდარა, ამიტომ დაზიანებები თავისით შეხორცდება. - განუცხადა გალომ SerEbro EnlosDeportes-ს

თოფურიამ შოკისმომგვრელი მარცხი 14 ივნისს, თეთრ სახლში გამართულ ისტორიული ღონისძიებაზე განიცადა. ის მძიმე მდგომარეობაში პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯასტინ გეიჯიმ ამ ბრძოლაში საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

სხვა სტატიები