"იანზე უკეთესი ვარ და ბოლო მარცხი რთული ზუსტად ამიტომ იყო" - მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილმა იანთან განცდილი მარცხის მიზეზები გააანალიზა და აღნიშნა, რომ წარუმატებლობის მიუხედავად, საკუთარ უპირატესობაში მაინც დარწმუნებულია. ქართველი ჩემპიონის თქმით, მოკლე დროში მიღებულმა გადაწყვეტილებამ და გადატვირთულმა მოსამზადებელმა ეტაპმა მის ფიზიკურ კონდიციებზე იმოქმედა.
ვფიქრობ, პიოტრ იანზე უკეთესი ვარ და ბოლო მარცხშიც რთული ზუსტად ეს იყო, რომ ვფიქრობ, იანზე უკეთესი ვარ. როდესაც ეს ბრძოლა ორი თვით ადრე ავიღე, ვიცოდი, რომ რისკიანი იყო, რადგან ორი თვე ძალიან მოკლე დროა. კორი სენდჰეგენთან ბრძოლაც, ორთვიან ინტერვალში ავიღე. ესეც ძალიან მოკლე დრო აღმოჩნდა. პიოტრ იანისნაირ ძლიერ მეტოქესთან ჯერ დასვენება, შემდეგ კი კარგი მოსამზადებელი შეკრება გჭირდება. მე კი არ დავისვენე და მძიმე შეკრება გავიარე, რამაც მთლიანად გამომფიტა. გამართლებას არ ვცდილობ, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს რისკი იყო. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
🚨🇬🇪Merab Divalishvili: I think I am better than Petr Yan.
— FightLuck (@FightluckBet) September 6, 2026
🗣“What was hard about last loss, I think I am better than Petr Yan”
🗣“When I took this fight two months before, I knew it was risky because two months is a very short time. When I fought Cory Sandhagen, I took the… pic.twitter.com/fNxjRmnGMv
მათი ტრილოგია 24 ოქტომბერს აბუ დაბიში ჩაინიშნა. გამარჯვების შემთხვევაში მერაბი ჩემპიონის ქამარს დაიბრუნებს და სუპერმსუბუქ წონას კვლავ სათავეში ჩაუდგება. შეგახსენებთ, რომ იანსა და დვალიშვილს შორის 1:1 არის.