"მერაბიც ადამიანია, მისი დამარცხებაც შესაძლებელია" - მაიკლ ბისპინგი
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა და ახლა უკვე ექსპერტმა მაიკლ ბისპინგმა ო'მალი-დვალიშვილის ჩხუბზე ისაუბრა. ინგლისელის თქმით, ამ ჩხუბში შონის ბევრად უკეთესი ვარიანტი უნდა ვიხილოთ. ბისპინგმა ისიც დაამატა, რომ დვალიშვილი წინა ჩხუბთან შედარებით ბევრად თავდაჯერებული იქნება.
ბოლო რაუნდში ო'მალიმ მერაბს ატკინა. ეს განმეორებით ჩხუბში დიდ თავდაჯერებას მისცემს. მერაბიც ადამიანია, მისი დამარცხებაც შესაძლებელია. შონი ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი საუკეთესო ვერსია გვაჩვენოს.
მათი პირველი ჩხუბის შემდეგ, მერაბმა დაუმარცხებელ უმარს მოუგო. დვალიშვილი ყოველი ბრძოლის შემდეგ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. მერაბის ჭიდაობა და კარდიო არსად ქრება. ყოველი ქემპის შემდეგ, მისი თავდაჯერება და საკუთარი თავის რწმენა იზრდება.
ბევრი გულშემატკივარი ამ ჩხუბზე ამბობს, რომ ყველაფერი უკვე ნანახი აქვთ და საინტერესო ამ დაპირისპირებაში არაფერია. ერთ რაღაცას გეტყვით. ყველა ბრძოლა ერთმანეთისგან განსხვავებულია, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება კრივი, კიკბოქსინგი თუ MMA. - განაცხადა მაიკლ ბისპინგმა
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონის ჩხუბი ნიუ ჯერსიში გაიმართება. დაპირისპირება ჩვენი დროით 8 ივნისის გამთენიას შედგება.
აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ო'მალისთან გამარჯვების შემდე მერაბმა ქამარი ერთხელ დაიცვა. რაც შეეხება ო'მალის, მას პაუზა ჰქონდა აღებული და ჩხუბი არ ჩაუტარებია.