"ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საღამო" - ილია თოფურია
1 საათის წინ
სხვა
1 წთ
ორი წლის უკან ილია თოფურია UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა. მან ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულისთვის ჩხუბში ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა. "მატადორმა" ეს ისტორული დღე გაიხსენა და სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა.
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოქტაგონი ისეთ ლეგენდასთან გავიზიარე როგორიც ალექს ვოლკანოვსკია. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საღამოა და მომენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. - წერს ილია თოფურია
შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ ილიამ ქამარი ჰოლოუეისთან დაიცვა. ქვემსუბუქ წონაში ლეგენდების განადგურების შემდეგ, თოფურია მსუბუქ წონაში ავიდა იქაც ჩემპიონი გახდა.