Belive

"მერაბი თანახმა იყო, მაგრამ უსმანმა უარი თქვა" - ჩელ სონენი

4 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს ყოფილმა მებრძოლმა და ახლა უკვე ანალისტიკოსმა ჩელ სონენმა, აბუ დაბის ჩხუბის საინტერესო დეტალი გაავრცელა. მისი თქმით, მებრძოლებს ციხიდან იმ საღამოსვე გამოუშვებდნენ თუ საჯაროდან ხელს ჩამოართმევდნენ. სონენის ინფორმაციით, მერაბი ამაზე თანახმა იყო, თუმცა, უარზე იყო უსმანი.

მათ ასეთი გარიგება შესთავაზეს: ბიჭებო, თუ ერთმანეთს საჯაროდ ჩამოართმევთ ხელს და ამ ყველაფერს Real American Freestyle ამას გადაიღებს, დაამონტაჟებს, ვიდეოს მოამზადებს და თავის არხებზე გამოაქვეყნებს, გაგიშვებთ. ეს მერაბს გადასცეს და მაშინვე დათანხმდა. უსმანის პასუხი იყო, რომ ის მერაბს ხელს არ ჩამოართმევდა. - ჩელ სონენი

შეგახსენებთ, რომ გუშინ აბუ დაბის მთავრობამ ყველა დაკავებული გაათავისულფა. მათ 6 თვიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მაგრამ მერაბის თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.

სხვა სტატიები