Belive

"მერაბი შემდეგი ჩემპიონია, ამაზე კამათი არ ღირს" - მეთ ბრაუნი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა მეთ ბრაუნმა The Fighter vs. The Writer-ის უკანასკენ ეპიზოდში მერაბ დვალიშვილის შეახებ ისაუბრა. "უკვდავის" თქმით, ქართველს საჩემპიონო ბრძოლა აქამდეც უნდა მიეღო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს არ მოხდა.

ო'მალის მოწინააღმდეგე მერაბი უნდა ყოფილიყო. UFC შონის მთლიანად გამოწურვას ცდილობს. მერაბი შემდეგი ჩემპიონია, ამაზე კამათი არ ღირს. სავარაუდოდ გრძელვადიანი ჩემპიონიც იქნება. მერაბი ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებს, ის ნამდვილი მატარებელია. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მერაბი ორივესთან გაიმარჯვებს (ო'მალი და ვერა). მას შეუძლია ორივე ერთ საღამოს დაამარცხოს. სეხუდოს დამარცხების შემდეგ კარგი შანსი აქვს, რომ ყველა დროის საუკეთესო გახდეს. არავინ ჩანს ვინც მის ცემას შეძლებს. - განაცხადა მეთ ბრაუნმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UFC 299-ზე მთავარი ბრძოლის დამზღვევი იქნება. "მანქანამ" ბოლო გამარჯვება 18 თებერვალს მოიპოვა, ასე რომ, თუ მას შანსი მიეცა, გამოვა, რომ სატიტულო ბრძოლას, უკანასკნელი ჯახიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში ჩაატარებს.

სხვა სტატიები