Belive

"ალბათ ილიას დაამარცხებს, ჩემს ორ ბრძოლას ჩავატარებ და შემდეგ შეიძლება" - მახაჩევი მაქსთან ბრძოლაზე

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი თვლის, რომ მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლის დრო ჯერ არ არის. დაღესტნელს წინ დასტინ პორიესთან ჩხუბი ელის, რომელიც UFC 302-ზე არის ჩანიშნული. მახაჩევის თქმით, მსუბუქი წონის ქამარზე საბრძოლველად, დივიზიონში კიდევ რამდენიმე ბიჭი დამარცხება მოუწევს.

თუ ჩემს დივიზიონში რამდენიმე ბიჭს დაამარცხებს, შეგვიძლია ვიბრძოლოთ. ჯერ არ მინდა შანსი მივცე, რადგან წინ რამდენიმე კანდიდატთან ბრძოლა მიწევს. ჯერ დასტინი, შემდეგ არმანი. მე ჩემს დივიზიონში მაქვს პატარა საქმეები, მას საკუთარში. თუ შემდეგ ბრძოლას მოიგებს შეიძლება დავფიქრდეთ. ალბათ ილიას დაამარცხებს, ჩემს ორ ბრძოლას ჩავატარებ და შემდეგ შეიძლება. - განაცხადა მახაჩევმა New York Post Sports-თან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა ისლამ მახაჩევმა ალექს ვოლკანოვსკის წინააღმდეგ გამართა. ისლამმა მოწინააღმდეგე ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი წონის ქამარსაც დაეუფლა. ჯერჯერობით, მხოლოდ იდეის დონეზეა, თუმცა, შესაძლოა ილიასა და მახაჩევის დაპირისპირებაც ვიხილოთ.

სხვა სტატიები