Belive

რომან დოლიძეს UFC 5-ში დაამატებენ

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

გასულ შემოდგომას, როცა UFC 5 გამოვიდა EA-მ დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბევრი TOP 15-ის მებრძოლი შეყვანილი არ იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განახლების შემდეგ ეს პრობლემა მოგვარდება და ბევრ სპორტსმენსაც ვიხილავთ. მათ შორის იქნება რომან დოლიძე, რომელიც საშუალო წონის რეიტინგში მე-9 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ დოლიძე UFC-ის სათამაშო სიმულატორში მე-4 ქართველი იქნება. რომანთან ერთად, გიგა ჭიკაძის, მერაბ დვალიშვილის და ილია თოფურიას პერსონაჟებითაც შევძლებთ თამაშს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ რომანს მომავალი ბრძოლა უკვე ჩანიშნული აქვს. მისი მოწინააღმდეგე ენტონი ერნანდესი იქნება, რომელიც დაუმარცხებელია და UFC-ის ეგიდით გამართულ ხუთივე ბრძოლაში გაიმარჯვა. ერნანდესის ბოლო მეტოქე რუსი, რომან კოპილოვი იყო, რომელიც მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. მათი დაპირისპირება 2 ივნისს, UFC 302-ზე შედგება.

სხვა სტატიები