Belive

"მერაბი ნამდვილი პრობლემაა" - შონ ო'მალის მწვრთნელი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლამდე სულ რაღაც 4 დღე რჩება. UFC ბრძოლის კვირაში ვლოგების სერიებს აქვეყნებს და ბუნებრივია გამონაკლისი არც UFC 306 იქნება. სწორედ Embedded-ის მეორე ეპიზოდში ტიმ ველჩმა მერაბზე და მოახლოვებულ ბრძოლაზე ისაუბრა.

მერაბი პრობლემაა და სწორედ ამიტომ ამ ბრძოლისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. ო'მალისთვის ეს ჩხუბი დიდი გამოწვევაა და ძალიან დისციპლინირებულია. მერაბს წინ წამოსვლა მოუწევს და რამდენიმე დარტყმასაც შეჭამს. არა მგონია მერაბმა ამ დარტყმებს გაუძლოს. შონი ძალიან სწრაფია და ორივე დგომში ძალიან ძლიერად ურტყამს. მერაბს კი დისტანციის შესამცირებლად მათი შეჭმა მოუწევს. ვნახავთ რამდენად შეძლებს ამ ყველაფრის ატანას. არის იმის შანსი, რომ შონის ჯიუ-ჯიცუ ვიხილოთ. თუმცა, ვთვლი იმის შანსი უფრო დიდია, რომ მერაბი ძირს უგონოდ დაგდებული ვიხილოთ. - განაცხადა ო'მალის მწვრთნელმა

შეგახსენებთ, რომ ო'მალისა და მერაბის ბრძოლა ლას ვეგასში, UFC NOCHE-ზე გაიმართება. სატიტულო დაპირისპირება 15 სექტემბერს გამთენიისას შედგება.

სხვა სტატიები