"რაფაელ გავიგე, რომ ოპონენტი არ გყავს და შენთან ბრძოლა არავის უნდა" - გურამ ქუთათელაძე
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
გურამ ქუთათელაძემ UFC-ის აზერბაიჯანელი მებრძოლი რაფაელ ფიზიევი გამოიწვია. გურამმა ფიზიევს სასურველი თარიღიც დაუსახელა.
გამარჯობა რაფაელ. მენეჯერისგან მივიღე ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგე არ გყავს და შენთან ბრძოლა არავის სურს. სტილისტიკურად ეს ბრძოლა UFC-ს გულშემატკივრებს ძალიან უნდა მოეწონოთ. ეს შეიძლება წლის საუკეთესო ბრძოლა იყოს. პირველი თებერვალი, საუდის არაბეთი. - წერს გურამი საკუთარ X-ის გვერდზე
შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა გურამ ქუთათელაძემ ჯორდან ვუჩენიკის წინააღმდეგ გამართა. "ქართველმა ვიკინგმა" Cage Warriors-ის ყოფილი ჩემპიონი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
რაც შეეხება ფიზიევს, ის ბოლოს გამროტის წინააღმდეგ ვიხილეთ, სადაც ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.