Belive

მერაბ დვალიშვილმა კორი სანდჰეგენის გამოწვევას უპასუხა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

დღეს კორი სანდჰეგენმა მარლონ ვერას დამარცხების შემდეგ, UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი გამოიწვია.

,,მერაბ, გშია? მე შენთვის საჭმელი მაქვს, რომელსაც კარგი გემო არ აქვს,'' - განაცხადა ამერიკელმა დღევანდელი ბრძოლის შემდეგ.

დვალიშვილი კორის გამოწვევას ტვიტერის პირად გვერდზე გამოეხმაურა:

,,სადაც გინდა და როცა გინდა... მევიდეეეს!...'' - წერს ქართველი მებრძოლი.

12 მარტს მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანი დაამარცხა, რითაც UFC-ში ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი მებრძოლის ანგარიშზე UFC-ში სულ 9 მოგება და 2 მარცხია.

სხვა სტატიები