არიელ ელვანის თქმით, ილია და მერაბი ერთ საღამოს არ იბრძოლებენ
როგორც იცით, UFC-ის ფრანგულ-კანადურ გადაცემაში ინფორმაციამ გაჟონა, რომ ილია თოფურიას ჩემპიონის ტიტულის დაცვა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ, 15 სექტემბერს მოუწევს. შესაბამისად, ეს მოხდება Las Vegas Sphere-ის ივენთზე, სადაც შონ ო'მალი და მერაბ დვალიშვილიც იბრძოლებენ.
ამისთვის გულშემატკივარი თითქოს მზად იყო, თუმცა, ოფიციალურად არაფერი ყოფილა დადასტურებული. ახლა კი არიელ ელვანი ამბობს, რომ ილია და მერაბი ერთ საღამოს არ იბრძოლებენ.
ცნობილმა MMA-ს ჟურნალისტმა მომავალი 5 საღამოს მთავარი ბრძოლები დაასახელა.
UFC 306 - ო'მალი Vs დვალიშვილი (ლას ვეგასი, სფერო, 14 სექტემბერი)
UFC 307 - თოფურია Vs ჰოლოუეი (5 ოქტომბერი, სოლტ ლეიქ სიტი, იუტა)
UFC 308 - მახაჩევი Vs ცარუკიანი 2 - (26 ოქტომბერი, აბუ დაბი)
UFC 309 - ჯონსი Vs მიოჩიჩი - (9 ნოემბერი, მედისონ სქვეარ გარდენი, ნიუ იორკი)
UFC 310 - მაკგრეგორი Vs ჩენდლერი (ლას ვეგასი, ნევადა, თარიღი ცნობილი არ არის)
🚨 Ariel Helwani lays out the UFC's plan for the remainder of 2024:#UFC306 - O'Malley vs Merab - September 14th at The Sphere, Las Vegas#UFC307 - Topuria vs Holloway - October 5th in Salt Lake City, Utah#UFC308 - Makhachev vs Tsarukyan 2 - October 26th in Abu Dhabi, UAE… pic.twitter.com/MDrrUg3fZz
— Championship Rounds (@ChampRDS) July 15, 2024