ო'მალი: "მერაბს შუქს ჩავუქრობ და შემდეგი უმარი იქნება"
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
3 აგვისტოს აბუ-დაბიში UFC-ის მორიგი საღამო გაიმართა, სადაც მთავარი ბრძოლა კორი სენდჰეგენსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის შედგა. აღნიშნული დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. ეს ბრძოლა ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო იყო, რადგან უმარი ო'მალი-დვალიშვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შონმა კორისა და ნურმაგომედოვის ბრძოლის შესახებ საკუთარ YouTube არხზე ისაუბრა. "შუგამ" ისიც აღნიშნა, რომ მერაბს დაამარცხებს და შემდეგ უმარის ჯერი დადგება.
უმარმა ეს ბრძოლა მოიგო მაგრამ, საკმაოდ ახლო ჩხუბი იყო. უმართან დაპირისპირება ბევრს არ სურს და სწორედ ამიტომ მას მაღალი დონის ბრძოლები არ ჩაუტარებია. მე ვიქნები შემდეგი უმარის წინააღმდეგ? - ვნახოთ. "ფიგიმ" გამომიწვია, ილია და მაქსი მალე ბრძოლას ჩაატარებენ...
ჯერ მერაბს მივიღებ. ყველამ კარგად ვიცით რამდენად საშიშია, მას 9-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს. ყოფილი ჩემპიონები დაამარცხა მაგრამ, ამის მიუხედავად შუქს ჩავუქრობ და უმარს შეუძლია შემდეგი იყოს.
მერაბის დანოკაურების შემდეგ, შესალოა ფიგერედოც მივიღო. UFC 308-ზე ილიას და მაქსის ბრძოლა ჩაინიშნა, ესეც შესაძლოა შემდგომ შესაძლებლობად მივიჩნიოთ. ილია, მაქსი, უმარი, კორი, "ფიგი" - მომავალი ბრძოლის ხუთი ვარიანტი. - განაცხადა შონ ო'მალიმ
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და ო'მალის საჩემპიონო ბრძოლა 14 სექტემბერს შედგება. ჩხუბი ლას ვეგასში, Sphere-ში გაიმართება.