Belive

მერაბ დვალიშვილის მეგობარმა საინტერესო დიალოგი გაგვიმხილა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილმა ო'მალისა და ვერას საჩემპიონო ბრძოლა დააზღვია. ქართველ "მანქანას" მოკლე პერიოდში თითქმის 10 კილოს დაკლება მოუწია, რაც საკმაოდ რთულია. მერაბ დვალიშვილმა ამ ყველაფრის შესახებ ვიდეო გადაიღო და მაიამიში გამართული ღონისძიების კულისებიც გვანახა.

ბრძოლა შონ ო'მალის გამარჯვებით დასრულდა და ყველა ელოდა, რომ ის მერაბს გამოიწვევდა. თუმცა, ო'მალიმ ილია თოფურია გამოიწვია. "მატადორმა" მის გამოწვევაზე უარი განაცხადა და მერაბთან შეხვედრისკენ მოუწოდა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თავად დანა უაითმა მერაბის სატიტულო ბრძოლა დაადასტურა. ამის შესახებ კულისებში დანა უაითს მერაბის მეგობარმა კიდევ ერთხელ ჰკითხა.

დანას ვკითხე იქნება თუ არა მერაბი შემდეგი ჩემპიონი. მან კი მიპასუხა: ვნახავთ.

მერაბი: ჩემსკენ გამოიშვირა ხელი და მითხრა შემდეგი შენ ხარო. -

ჯერჯერობით არ ვიცით შედგება თუ არა მერაბისა და ო'მალის შორის დაპირისპირება. თუმცა, ბუკმეიკერებმა კოეფიციენტები უკვე გამოთვალეს. თუ "მანქანისა" და "შუგას" ბრძოლა შედგება ქართველი ფავორიტი იქნება.

სხვა სტატიები