პიოტრ იანი უმარ ნურმაგომედოვს ბრძოლას სთავაზობს
8 თვის წინ
სხვა
1 წთ
პიოტრ იანი უმარ ნურმაგომედოვს იწვევს. რუსს საჩემპიონო ამბიციები აქვს და თვლის, რომ უმართან გამარჯვება სატიტულო რბოლაში ჩართავს.
მოდით ეს ბაქოში ან აზერბაიჯანში გავაკეთოთ. 5 რაუნდი! ჩემი მიზანია ქამრისთვის ვიბრძოლო. ამ მომენტისთვის TOP 5-ის და TOP 10-ის მებრძოლები დაკავებულები არიან და არ მინდა ნახევარი წელი მოვიცადო. უმარ იმედია ტრავმები მოიშუშე. - წერს იანი საკუთარ სოციალურ ქსელში
აღსანიშნავია, რომ Instagram-ის საშუალებით უმარი ამ გამოწვევას დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა ბოლო ჩხუბი დვალიშვილთან გამართა, სადაც დამარცხდა და ხელიც დაიზიანა. იანმა კი ბოლო ბრძოლა ფიგერედოს წინააღმდეგ ჩაატარა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ამ ეტაპზე სუპერმსუბუქ წონაში ნურმაგომედოვი მესამე პოზიციას, ხოლო იანი მეორე ადგილს იკავებს.