"ამ წონით კატეგორიაში მერაბზე უკეთესი თვალით არ მინახავს" - დენიელ კორმიე
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
დენიელ კორმიემ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და "მანქანაზე" საქებარი სიტყვები უხვად დახარჯა. ის თვლის, რომ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საუკეთესო მებრძოლია. კორმიეს თქმით, მერაბზე უკეთესი მებრძოლი ამ დივიზიონს არ უნახავს.
მე მჯერა, ყოველი ეჭვის გარეშე, მერაბი ყველა დროის საუკეთესოა. ისეთ დიდებულ მებრძოლებს, როგორიც დომინიკ კრუზია, მიღწევებს არ ვუკარგავ, მაგრამ მერაბი უდავოდ საუკეთესო სუპერმსუბუქი წონის მებრძოლია. ის საუკეთესოა, ვისაც ამ დივიზიონში უბრძოლია. ჩელ, შენ ამ სპორტის ისტორია ჩემზე უკეთ იცი. ამ წონით კატეგორიაში მასზე უკეთესი არ მინახავს. - განაცხადა დენიელ კორმიემ
❗️DC says Merab is the GOAT of the bantamweight division!
— Dovy🔌 (@DovySimuMMA) October 7, 2025
“There is no doubt in my mind that Merab Dvalishvili is the greatest bantamweight to have ever fought in the UFC!!!"
via @espnmma
pic.twitter.com/MF1kqb1nO3
შეგახსენებთ, რომ მერაბმა თავისი ტიტული სულ რამდენიმე დღის წინ დაიცვა. ეს დვალიშვილისთვის მესამე სატიტულო დაცვა იყო, რომლითაც დომინიკ კრუზს გაუთანაბრდა. მერაბი ამ ბრძოლაშივე გახდა პირველი, რომელმაც UFC-ში 100 წარმატებული გდება შეასრულა.