Belive

მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგში დაწინაურდა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის განახლებულ რეიტინგში სასიამოვნო ცვლილებაა. მერაბ დვალიშვილი განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა და სუპერმსუბუქი წონის პირველ ადგილს იკავებს.

დვალიშვილის რეიტინგში დაწინაურება პიოტრ იანთან გამართულმა ბრძოლამ განაპირობა, რომელიც ქართველი მებრძოლის დომინირებით წარიმართა და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დვალიშვილის გამარჯვებით დასრულდა. 5-რაუნდიან დაპირისპირებაში, მერაბ დვალიშვილმა ძლევამოსილი მეტოქე პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრა, UFC-ის ორი რეკორდი დაამყარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.


Untitled-3

სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი დვალიშვილის მეგობარი და თანაგუნდელი ალჯამაინ სტერლინგია. ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში სტერლინგი წონის შეცვლას აპირებს, რის შემდეგაც მერაბ დვალიშვილს აუცილებლად მიეცემა შანსი და უდიდესი ალბათობით საჩემპიონო ბრძოლა დაენიშნება.

როგორც აღვნიშნეთ, სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონის ტიტულს ალჯამაინ სტერლინგი ატარებს. პირველ ადგილს მერაბ დვალიშვილი იკავებს, ხოლო მეორე ნომრად შონ ო'მალი მოგვევლინა. რეიტინგის მესამე პოზიციაზე მარლონ ვერა იმყოფება, ხოლო დამარცხებული იანი მე-4 პოზიციაზე დაქვეითდა.

სხვა სტატიები