"ეს სრულიად აბსურდული და სულელური საქციელია" - უაითი დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება
მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე, უსმან ნურმაგომედოვისა და მისი გუნდის წევრების თავდასხმას, UFC-ის პრეზიდენტი, დანა უაითიც გამოეხმაურა.
მერაბ დვალიშვილმა, ნურმაგომედოვისა და მისი გუნდის წევრების მხრიდან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვა ოთხშაბათს გაავრცელა. აღნიშნული ინციდენტი UFC-ში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. UFC 334-ის პრესკონფერენციაზე, დანა უაითს სთხოვეს, ნურმაგომედოვსა და დვალიშვილს შორის მომხდარი დაპირისპირება შეეფასებინა.
ეს სრულიად აბსურდული და სულელური საქციელია. ისინი ყველანი ციხეში არიან. ეს არ არის ადგილი, სადაც მსგავსი რაღაცების კეთება შეიძლება. ასეთი რამ ბიზნესისთვის არასდროს არის კარგი. ეს ყველა მონაწილეს ცუდად წარმოაჩენს. სამწუხაროა, რომ ახლა ისინი აბუ-დაბის ციხეში იმყოფებიან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. - დანა უაითი
ამ ეტაპზე, გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილიც, დაკავებულია. ვარაუდობენ, რომ მებრძოლები საპატიმროს დღეს დატოვებენ.
ასევე გაჩნდა კითხვები უსმან ნურმაგომედოვის მომავალთან დაკავშირებით UFC-ში. ამერიკული ონლაინგამოცემა HEAVY-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ორგანიზაცია ნურმაგომედოვთან კონტრაქტს მაინც გააფორმებს, თუმცა მომხდარმა შესაძლოა, მის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენოს.
მერაბ დვალიშვილი, აბუ-დაბიში, RAF-ის ტურნირზე გამოდიოდა, სადაც ბრაზილიელ მარლონ მორაეშთან უნდა ეჭიდავა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, გაიმართება თუ არა დაგეგმილი დაპირისპირება.
Dana White is asked about the Usman Nurmagomedov and Merab Dvalishvili brawl:
— Championship Rounds (@ChampRDS) November 12, 2026
"It's absolutely ridiculous and stupid. They're all in jail. That is not a place to go f*ck around." pic.twitter.com/4FlvbWIjYS