მერაბ დვალიშვილი მეხიკოში გამართულ ბრძოლებს დაესწრო
მეხიკოში, UFC-ის საღამოზე რამდენიმე გამორჩეული ბრძოლა გაიმართა. მექსიკელებს საკუთარი ქვეყნის სპორტსმენების ეიმედებოდათ, თუმცა უმსუბუქეს წონით კატეგორიაში, ბრენდონ მორენომ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო ამერიკელ ბრენდონ როივალთან. სუპერ მსუბუქ წონაში კი ბრაიან ორტეგამ, საკმაოდ მარტივად, "საბმიშენით" დაამარცხა მექსიკელი იაირ როდრიგესი.
საღამოს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია, მეხიკო სიტი არენაზე, ღონისძიების მთავარი ბარათის დროს, მაყურებლებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო, შეხლა-შემოხლა იმდენად შესამჩნევი იყო, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ სპორტსმენებმა პირველი რაც გააკეთეს, მაყურებლების დამშვიდება იყო.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გიჟური რამ, რაც კი ოდესმე მინახავს. არ მგონია, რომ ეს UFC-ის ცუდად წარმოაჩენს, რადგან ყველაფერი მალე დასრულდა და აღარავის სურს ამის გამეორება. - განაცხადა დანა ვაითმა
საღამოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა დარბაზში მერაბ დვალიშვილის შესვლა იყო, რომელსაც მექსიკის დროშის სამოსი ეცვა, მას არენაზე შეკრებილი პუბლიკა ოვაციებითა და ტაშით შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ჰენრი სეხუდოს დამარცხებამდე, მერაბმა პრესკონფერენციაზე მექსიკის დროშა გაშალა და თქვა, რომ ის მექსიკელების სახელითაც იბრძოლებდა.