Belive

"გარკვეული ტრავმები მაწუხებდა მაგრამ, ახლა მზად ვარ" - მერაბ დვალიშვილი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

Bloody Elbow-სთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ტრავმები აწუხებდა. მისი თქმით, ბრძოლას 6 კვირით ადრე დათანხმდა და სრულად მზადყოფნაში არ ყოფილა. თუმცა, როგორც "მანქანა" ამბობს ახლა მწყობრშია და გულშემატკივრებს სანერვიულო არ გვაქვს.

ახლა კარგად ვარ. ტრავმებს ან დაზიანებებს ბრძოლის შემდეგ გამოვაქვეყნებ მაგრამ იქამდე არაფერს ვიტყვი, რადგან არ მინდა ხალხი პანიკაში ჩავარდეს. ტრავმა მართლაც სერიოზული იყო, არ ვხუმრობ. ბრძოლა 6 კვირით ადრე ავიღე, ტკივილები მაწუხებდა და რამდენიმე ტრავმასაც ვიშუშებდი. მადლობა ღმერთს ახლა კარგად ვარ და ბრძოლისთვის მზად ვარ. - განაცხადა მერაბმა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ იბრძოლებს. ქართველი საკუთარ ჩემპიონის ქამარს პირველად დაიცავს. ბრძოლა 19 იანვარს გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები