Belive

"მენტალურად გატეხილი ხარ" - ილია თოფურია კონორ მაკგრეგორს მიმართავს

6 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, UFC 303-ის მთავარი ბრძოლა ჩაიშალა. ტრავმის გამო კონორ მაკგრეგორმა მაიკლ ჩენდლერთან ოქტაგონზე გამოსვლაზე უარი თქვა.

ამის გამო ირლანდიელს დიდი კრიტიკა შეხვდა. ბევრი გულშემატკივარი ამბობდა, რომ უბრალოდ მარცხის შეეშინდა და ბრძოლაზე უარი სწორედ ამიტომ განაცხადა. ამის შესახებ კონორმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

ტრავმირებული ბრძოლაზე არასდროს გამოვალ და მეტ ბრძოლას აღარ წავაგებ. - განაცხადა მაკგრეგორმა

ყოფილი ჩემპიონის ამ განცხადებას გამოეხმაურა ილია თოფურია. "მატადორმა" კონორის სიტყვები საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა და არასასიამოვნო სიტყვითაც მოიხსენია.

მენტალურად გატეხილი ხარ. ეს შენთვის ყველაზე დიდი გაკვეთილია. საკუთარ თავში, შენს შესაძლებლობებში და საკუთარ მომზადებაში ეჭვი გეპარება. სწორედ ამიტომ არ გამოჩნდი ბრძოლაზე. ბ*** ხარ. - წერს ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობის შემდეგ, ილია თოფურია კონორ მაკგრეგორს საკმაოდ აქტიურად იწვევდა. "მატადორს" კონორთან შეხვედრა ესპანეთში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" სურდა.

სხვა სტატიები