"კარგი ეპიზოდები მქონდა მაგრამ, არ ვიცი მოგებისთვის საკმარისი იყო თუ არა" - ბივოლი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
2 დღის წინ საუდის არაბეთში საოცარი ბრძოლა გაიმართა. ერთმანეთს ორი დაუმარცხებელი მოკრივე - არტურ ბეტერბიევი და დმიტრი ბივოლი დაუპირისპირდა. აფიშა საკმაოდ მიმზიდველი იყო და ბრძოლაც ასეთივე გამოვიდა.
დაძაბული 12 რაუნდის შემდეგ, მსაჯებმა გამარჯვება არტურ ბეტერბიევს მიანიჭეს, რომელიც კანადის სახელით ასპარეზობდა. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის საკამათო გამოდგა. უამრავი ექსპერტი თუ გულშემატკივარი თვლის, რომ დაპირისპირება ბივოლმა მოიგო.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა ბივოლმა Fight Hub TV-სთან საუბრისას კიდევ ერთხელ მიმოიხილა.
ვგრძნობდი, რომ ბეტერბიევს კარგ დარტყმებს ვუტარებდი. მისგან ზეწოლა მოდიოდა და ვერ ვხვდებოდი ამას ხალხი როგორ აღიქვამდა შესაძლოა მათთვის ეს უპირატესობას ნიშნავდა მაგრამ, მე მისგან საფრთხეს ვერ ვგრძნობდი. ახლა გავაცნობიერე, რომ ჩემს მეტოქეს ზეწოლის საშუალება არ უნდა მივცე და წინ მეტი ვიმოძრაო. მსაჯებს უნდა აჩვენო რომ მოწინააღმდეგის დარტყმები შენზე გავლენას არ ახდენს. ბრძოლის დროს კარგი ეპიზოდები მქონდა მაგრამ, არ დამითვლია და არ ვიცი მოგებისთვის საკმარისი იყო თუ არა.
ბრძოლის შემდეგ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი შესაძლებლობები კარგად წარმოვაჩინე. მოგებაზე ან წაგებაზე არ ვფიქრობდი. ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა ის იყო, რომ კარგად გამოვედი. შესაძლოა უნაკლო არ იყო მაგრამ, კარგად ვიასპარეზე. - განაცხადა დიმიტრი ბივოლმა Fight Hub TV-სთან საუბრისას