"მეგონა ნეკნს და კისერს ერთად ჩამიმტვრევდა" - დემეტრიუსი დვალიშვილზე
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
ლეგენდარულმა MMA-ს მებრძოლმა დემეტრიუს ჯონსონმა მერაბ დვალიშვილთან ერთად ივარჯიშა. Mighty Mouse-მა მერაბთან ერთად როგორც MMA-ს, ისე გრეპლინგის ვარჯიშები ჩაატარა. საინტერესო იყო, რომ დვალიშვილმა DJ-ს დასაბმითება შეძლო, რომელიც მიწაზე მისი უნარებით სახელგანთქმულია. დემეტრიუსმა ის შეგრძნებები გაიხსენა, რომელიც "მანქანასთან" ვარჯიშისას გამოსცადა.
მერაბის გრეპლინგის გაოცებული დავრჩი. თავდაცვით პოზიციაში ვიყავი, როდესაც პირდაპირ მომახტა და კისრის მტკივნეულზე დამიჭირა. ისე ვგრძნობდი თითქოს ნეკნებს ჩამიმტვრევდა. ვცდილობდი სხეულის მოცულობა შემემცირებინა, მაგრამ იქ მოქაჩვას განაგრძობდა. როდესაც ავხედე, ის იცინოდა. იმიტომ, რომ როდესაც ამ პოზიციას იღებს ყველამ იცის რას მოხდება. MMA-ს ვარჯიშისას ვამბობდი, რომ ის სრულ ძალას არ იყენებდა. როცა მთელი მისი ძალა გამოიყენა, მეგონა ნეკნს და კისერს ერთად ჩამიმტვრევდა. მას ძალიან კარგი გრეპლინგი აქვს და ამიტომაც გრძონებნ მისი მოწინააღმდეგეები თავს ცუდად. - ამბობს დემეტრიუსი
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ჩხუბი 5 ოქტომბერს გაიმართება. სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო დაპირისპირება UFC 320-ს თანამთავარი ბრძოლა იქნება.