Belive

"ასე ხდება, როცა შესაძლებლობას გჩუქნიან" - ცარუკიანი პიმბლეტზე

16 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC 324-ზე მსუბუქი წონის დროებითი ქამრისთვის ბრძოლა გაიმართა. მთავარ ჩხუბში ერთმანეთს ჯასტინ გეიჯი და პადი პიმბლეტი დაუპირისპირდნენ. ინგლისელი ამ წყვილში ფავორიტი იყო, მაგრამ გეიჯიმ ყველას აჩვენა რატომ არასდროს შეიძლება მისი ჩამოწერა. ამერიკელმა პადის ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და დროებით ქამარსაც დაეუფლა.

ამ ჩხუბს გამოეხმაურა არმან ცარუკიანიც, რომელმაც პიმბლეტი გააკრიტიკა.

ასე ხდება, როდესაც შესაძლებლობებს გჩუქნიან და გეხმარებიან. რეიტინგები ხელოვნურია და პადიმ სატიტულო ჩხუბი დაუმსახურებლად მიიღო.

ვულოცავ ჯასტინს. მან გული გვაჩვენა და სხვებისგან განსხვავებით, გამოჩნდა და ბრძოლა აიღო. პატივისცემა მას. - წერს არმანი სოციალურ ქსელშიი

შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხანია ცარუკიანი მსუბუქ წონაში პირველი ნომერია, მაგრამ სატიტულო ჩხუბს მაინც ვერ იღებს. სომეხს ქამარზე ლოდინი კიდევ მოუწევს, რადგან გეიჯი ილია თოფურიას შეხვდება.

სხვა სტატიები