Belive

"მე ილიაზე მეტი უნარი მაქვს" - არმან ცარუკიანი

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

გასულ საღამოს UFC Qatar-ის მედია დღე გაიმართა. მებრძოლები ჟურნალისტებს შეხვდნენ და მათ კითხვებს უპასუხეს. ბუნებრივია ადგილზე იყო არმან ცარუკიანიც, რომელიც საღამოს მთავარ ბრძოლას გამართავს. სომეხ მებრძოლს ილია თოფურიაზეც მოუწია საუბარი.

ამ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ტიტულზე ვიბრძოლებ. არ აქვს მნიშვნელობა მეტოქე ილია იქნება თუ არა, მთავარია ქამრისთვის ვიჩხუბებ.

ჩემსა და ილიას შორის "თრეშ თოქი" უბრალოდ მედიის თამაშებია.

როცა დენ ჰუკერს დავამარცხებ და თუ არ დავზიანდები, რა თქმა უნდა იანვარში საჩემპიონო ჩხუბს დავთანხმდები. ეს სატიტულო ბრძოლაა და ახლა ვიცი, რომ საჩემპიონო ჩხუბზე უარი არ უნდა თქვა. შევებრძოლები თუ არა ილიას იანვარში? ეს ალბათ დანას უნდა ჰკითხოთ. მე ტიტულზე ჩხუბი მინდა.

მე ილიაზე მეტი უნარი მაქვს. განსაკუთრებით ჩემი ფეხის დარტყმები და ჭიდაობა. - განაცხადა არმანმა

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე ალექსანდრე თოფურიაც იბრძოლებს. მისი მოწინააღმდეგე ბეკჟატ ალმახანი იქნება. ჩხუბები 22 ნოემბერს 20:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები