გივი მაჭარაშვილი RAF-ში კაილ სნაიდერს დაუპირისპირდება
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
გივი მაჭარაშვილი RAF-ში მორიგ შეხვედრას გამართავს. ქართველი ოლიმპიური პრიზიორის მეტოქე ამერიკული ჭიდაობის სახე კაილ სნაიდდერი იქნება. მათი დაპირისპირება 30 მაისს დალასში შედგება.
შეგახსენებთ, რომ გივი მაჭარაშვილმა RAF-ში ერთხელ უკვე იასპარეზა. მან ბუშანანი დაამარცხა და შეხვედრა იმდენად სანახაობრივი გამოდგა, რომ საუკეთესოს ბრძოლადაც დასახელდა.
რაც შეეხება სნაიდერ, ის RAF-ის ხალიჩაზე ორჯერ ვიხილეთ. პირველად - ახმედ ტაჟუდინოვის წინააღმდეგ, მეორედ კი რიზაბეკ აიტმუხანთან. ორივე შემთხვევაში სნაიდერი გამარჯვებული გამოვიდა.