Belive

"მარჯვენა ფეხი პირდაპირ თავში და ირლანდიელ-ბრაზილიელის გამარჯვება" - კონორ მაკგრეგორი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

კონორ მაკგრეგორის აზრით, მახაჩევი იან გარისთან დამარცხდება. მისი თქმით, დაღესტნელს ქვესაშუალო წონაში კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. კონორმა გარის გამარჯვების გზაც იწინასწარმეტყველა.

გარის საკმარისი უნარები აქვს. გრძელია და ეს დაეხმარება უსაფრთოდ იყოს. მახაჩევს ქვესაშუალო წონაში კიდევ აქვს დასამტკიცებელი. ნამდვილად მჯერა, რომ გარის გამარჯვება შეუძლია. როგორ ვხედავ ამას? მარჯვენა ფეხი პირდაპირ თავში და ირლანდიელ-ბრაზილიელის გამარჯვება. ეს ბრძოლა გვიან რაუნდებამდე მივა. - განაცხადა მაკგრეგორმა

იან გარისა და ისლამ მახაჩევის ჩხუბი 16 აგვისტოს გამთენიისას, ფილადელფიაში გაიმართება. ეს ჩხუბი ქვესაშუალო წონის ქამრისთვის გაიმართება, რომელსაც ისლამ მახაჩევი დაიცავს. თუ დაღესტნელი ამ ბრძოლას მოიგებს ანდერსონ სილვას რეკორდს მოხსნის და პირველი მებრძოლი გახდება, რომელიც UFC-ში ზედიზედ 17 გამარჯვებას მოაგროვებს.

სხვა სტატიები