"მე გადაწყვეტილებების მანქანა ვარ" - მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ტრილოგიის წინ იხუმრა, რომ გამარჯვების მისაღწევად ყველაზე ხშირად მსაჯების გადაწყვეტილებას იყენებს. ქართველი მებრძოლი UFC 333-ზე, 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, იანთან საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას ეცდება.
დვალიშვილს გულშემატკივარმა ჰკითხა, როგორ აპირებდა რუსი მებრძოლის დამარცხებას, რაზეც მერაბმა ხუმრობით უპასუხა:
უბრალოდ მოვიგებ. გამარჯვების სამი გზა არსებობს: ნოკაუტი, საბმიშენი და მსაჯების გადაწყვეტილება. მე გადაწყვეტილების მანქანა ვარ. - მერაბ დვალიშვილი
A fan asks Merab how he’s going to beat Petr Yan 👀
— MMA Pros Pick (@MMA_PROS_PICK_) October 19, 2026
"There are three ways to win: knockout, submission, or decision. I'm a decision machine." 😂
via: ghassan_elsolh IG pic.twitter.com/kEAkXHvGAA
ქართველი მებრძოლი დაუღალავი ტემპითა და ინტენსიური ჭიდაობით გამოირჩევა. პროფესიონალურ კარიერაში მას 21 გამარჯვებიდან 16 მსაჯების გადაწყვეტილებით აქვს მოპოვებული. მიუხედავად ამისა, დვალიშვილს UFC-ში ნაადრევი გამარჯვებებიც აქვს გაფორმებული, 2021 წელს მან მარლონ მორაესი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, ხოლო შონ ო'მალის წინააღმდეგ, 2025 წელს გამართულ საჩემპიონო ბრძოლისას, მტკივნეული ილეთით გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან. ორივე მებრძოლმა თითო-თითო ჩხუბი მოიგო. ბოლოს ოქტაგონიდან გამარჯვებული იანი გამოვიდა და სუპერმსუბუქი ქამარიც წაიღო. თუ დვალიშვილი პიოტრ დაამარცხებს კვლავ ჩემპიონი იქნება.