Belive

"მე ეს შედეგი ვიწინასწარმეტყველე" - სეხუდო მერაბის და ო'მალის ბრძოლაზე

8 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშივილისა და შონ ო'მალის დაპირისპირება კამარუმ და სეხუდომ შეაფასეს. ორივე მებრძოლი ამბობს, რომ ქართველი შესანიშნავად გამოიყურებოდა და გამარჯვება დამსახურებული იყო.

მე ეს შედეგი. შონი 5-რაუნდის მებრძოლი, რომელიც მეტოქის გაუთავებელ ფეხში შესვლებს არის მიჩვეული. მე მერაბის წინააღმდეგ ოქტაგონზე ვყოფილვარ და საკუთარი თავი შონზე კარგად წარმოვაჩინე. მერაბს თეიქდაუნიც კი შევუსრულე და გაუმართლა, რომ ტრავმა მქონდა. იმ ყველაფრის გაკეთება ბრძოლის ბოლომდე რომ შემძლებოდა, რასაც დასაწყისში ვაკეთებდი, მე მოვიგებდი. ფაქტია, რომ მერაბი ო'მალის 5 რაუნდის განმავლობაში სცემდა. - განაცხადა ჰენრი სეხუდომ
დვალიშვილმა ო'მალი 5 რაუნდის განმავლობაში დომინაციით დაამარცხა. ჩემი აზრით, ეს ბრძოლა მერაბმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო, თუმცა, ორმა მსაჯმა ბრძოლა 48-47 შეაფასა. ვიცოდით, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა. მერაბი შესანიშნავად გამოვიდა. - ასე შეაფასა უსმანმა

სხვა სტატიები