"ისე ვემზადები თითქოს იმ საღამოს აუცილებლად ვიბრძოლებ" - დიეგო ლოპესი
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
26 ოქტომბერს ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს პირველად დაიცავს. აბუ დაბიში გასამართ შეხვედრაში "მატადორის" მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლას დამზღვევიც ჰყავს. იმ შემთხვევაში თუ ილია ან მაქსი წონას ვერ ჩააბარებს ან ტრავმას მიიღებს, მათ დიეგო ლოპესი ჩაანაცვლებს.
სამხრეთ ამერიკელი მებრძოლი ამბობს, რომ ისე ემზადება თითქოს 26 ოქტომბერს აუცილებლად იბრძოლებს.
არ ვიცი სხვა დამზღვევები როგორ იქცევიან მაგრამ, მე მხოლოდ წონის ჩაბარებას არ ვაპირებ. ისე ვემზადები როგორც ბრძოლისას. აბუ დაბიში შემდეგ კვირას ჩავფრინდები და თან გუნდის 6 წევრი მიმყავს. ადეკვატურ მომზადებას გავივლი, ისეთს როგორც ბრძოლას შეეფერება. წონის ჩაბარებას და კარგ ფორმაში შესვლას ვაპირებ. აწონვას მხოლოდ თანხის მიღების გამო არ ვგეგმავ. ბრძოლის განწყობას მხოლოდ მაშინ შევიცვლი, როცა ორივე ბიჭს ოქტაგონზე დავინახავ. მე ყველაფრის მოლოდინში ვარ ასე რომ, მზად ვარ. - განაცხადა დიეგო ლოპესმა
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ილიასა და მაქსის ბრძოლა 26 ოქტომბერს აბუ დაბიში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ "დალოცვილი" BMF-ის ქამარს ფლობს ამ შეხვედრაში აღნიშნული ტიტული არ გათამაშდება.